16 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"ეს ქვეყანა არის თავისუფლების ქვეყანა და არა მონობის ქვეყანა" - ნიკა მაჭუტაძე

რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ ბრძოლას ნიკა მაჭუტაძე ეხმაურება. არჩევანის ეთერში სამაუწყებლო კომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმას ნიკა მაჭუტაძე აკრიტიკებს და მედიაგარემოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს ქვეყანა არის თავისუფლების ქვეყანა და არა მონობის ქვეყანა. ეს ქვეყანა არის ილია ჭავჭავაძის ქვეყანა და ქართული სახელმწიფო უნდა იყოს სწორედ სწორება უნდა ილიას მოდელზე და არა ივანიშვილის მოდელზე, რომელიც გვთავაზობს სიტყვის თავისუფლების დათრგუნვას, მოქალაქის მოსპობას, ქართველი ხალხის ისტორიული შანსის მოსპობას,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს რუსთავი2-ს არ დაუთმობს.

„ივანიშვილს უნდა, რომ ყველაფერი, რაც უნდა იყოს საქართველო, ეს არის თავისი თავისუფლების პროცესი, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს თვითონ. ეს, რასაკვირველია, მას არ გამოუვა,“ - აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

  

დღის ამბები