„ასეთი სიტუაცია ეხება ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ეს გვეხება ყველას და არა მარტო თბილსში. ჩვენი ვალია თავისუფლების დაცვა,“ - ამის შესახებ სამოქალაქო განათლების სპეციალისტმა, არინა თავაქარაშვილმა, გადაცემა არჩევანში განაცხადა.
ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.
არინა თავაქარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იყიდა, თუმცა, მან ვერ შეძლო რუსთავი2-ის ყიდვა. მისი განცხადებით, ქვეყნისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელია.
„ჩვენ გვართმევენ სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემონტაჟია დაწყებული. ეს რეალობაა. მიტაცებულია ხელისუფლება. საქართველო დგას ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელისუფლებებზე და მიტაცებული და უგულებელყოფილია თვითმართვა, როგორც სახელისუფლებო ინსტრუმენტი... “ - განაცხადა თავაქარაშვილმა.