16 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
ისევ აქტიურად და აგრესიულად ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, იმისათვის, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების ეს მცდელობა - კალანდაძე "რუსთავი 2"-ზე დაწყებულ ზეწოლაზე საუბრობს

„რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს ხელისუფლების მიერ არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას უკავშირებეს ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და განათლების ცენტრის ანალიტიკოსები.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას მკაცრად დაიცვას მედიის დამოუკიდებლობის პრინციპი.

გარდა ამისა, ცენტრი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესს და არ დაუშვან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა.

„ხელისუფლების მხრიდან სისტემატიზირებულ მცდელობას აქვს ადგილი, რომ უხეშად ჩაერიოს „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა, ისე აქტიურად და აგრესიულად ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება, იმისათვის, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების ეს მცდელობა, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით იკვეთება, რომ არის სწორედ ხელისუფლების მოქმედება და არა კერძო სუბიექტების,“-აცხადებს ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და განათლების ცენტრის დამფუძნებელი, ნინო კალანდაძე.

დღის ამბები