16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება არის ძალაში - წულუკიანი

„რუსთავი 2“ ისევ ხელისუფლების თავდასხმის ობიექტია - დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მმართველი გუნდი ახალ შეტევას ისევ სასამართლო გზით ცდილობს.

ცოტა ხნის წინ, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი თეა წულუკიანმა გააკეთა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება.

"მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს "რუსთავი 2"-ის როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,“-აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები