16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
„შეშფოთებით ვაკვირდებით არსებულ ვითარებას" - დიპლომატიური კორპუსი „რუსთავი 2-ზე" განხორციელებულ მორიგ შეტევას ეხმაურება

„რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ახალ რაუნდს ყურადღებით აკვირდება დიპლომატიური კორპუსი. განცხადებები ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი თქმით, მედიაპლურალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეს ყურადღებით დააკვირდებიან.

„რუსთავი 2"-ის სარჩელი ახალი ამბავია და დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მედიაპლურალიზმი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ცოცხალი დემოკრატიისთვის. ყურადღებით დავაკვირდებით ამ საქმეს, როგორც ამას ადრე ვაკვირდებით,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გაეროს კოორდინატორმა და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა.

„შეშფოთებით ვაკვირდებით არსებულ ვითარებას. ჩვენ გვწამს თავისუფალი სიტყვის ღირებულების და დამოუკიდებელი, პლურალისტული მედიის მნიშვნელობის. სარჩელის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განსხვავებული და ისეთი მედიის არსებობა, რომელიც კრიტიკულია მთავრობის მიმართ. ეს აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის,“ - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები