16 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ბატონმა გვარამიამ დიდი აჟიოტაჟი ატეხა ამ საქმესთან დაკავშირებით - სოფო კილაძე "რუსთავი2"-ზე 

ბატონმა გვარამიამ დიდი აჟიოტაჟი ატეხა ამ საქმესთან დაკავშირებით - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე "რუსთავი2-ის" წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

სოფო კილაძე ხელისუფლების მხრიდან მედიაზე შეტევას გამორიცხავს. მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აჟიოტაჟი ატეხა, თუმცა ამისთვის მიზეზი არ ჰქონია. დეპუტატის თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელე მხარე ნიკა გვარამიას შეთავაზებას, საქმემ საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს, დათანხმდა.

„ბატონმა გვარამიამ ბრძანა, რომ თუ ხელისუფლებას უნდა, რომ ეჭვები გაიფანტოს ამ საქმეზე, ამიტომ საერთაშორისო დონეზე უნდა გადავიდეს ეს საქმე არბიტრაჟში. ამას დათანხმდა მეორე მხარე, მგონია, რომ ის არგუმენტს აცლის ბატონ გვარამიას, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ამ საქმეში არაფერი არ არის ისეთი იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებას ზეწოლა სურდა და ა.შ. და ეს სასამართლო ჩვენი მიზნებისთვის გვინდოდა გამოგვეყენებინა, მაშინ რა ლოგიკაა, როდესაც მეორე მხარე თანხმდება ამ საქმეში საერთაშორისო არბიტრაჟში გადატანას,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები