16 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ივანიშვილმა დაისახა, რომ არჩევნებამდე შეცვალოს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა - ოპოზიცია "ოცნების" ლიდერს აკრიტიკებს

გადამწყვეტი ბრძოლა არა მხოლოდ „რუსთავი 2-ის“, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად - ასე აფასებს ოპოზიცია დამოუკიდებლ მედიაზე ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

ხელისუფლების ოპონენტები პირადად ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ დამოუკიდებელი ტელეარხის გაჩუმების და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მორიგი მცდელობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დავალებაა.

დაკავშირებული სურათი

„ბიძინა ივანიშვილმა დაისახა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე შეცვალოს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა ნებისმიერ ფასად. ამიტომ ეს არის ახალი სტრატეგია ტელევიზიაზე თავდასხმის. თუმცა ვხედავთ, რომ სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს „რუსთავი 2-ის“ დამოუკიდებლობის დასაცავად. ბიძინა ივანიშვილი ამით მხოლოდ დაასრულებს საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ოპოზიციური აზრის ჩახშობას ნებისმიერ მეთოდებით ცდილობს, მათ შორის ისეთით, რომელიც ყველაზე მეტად ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. 

გიორგი ტუღუში-ის სურათის შედეგი„მე მგონი, ეს პროცესი ჩვენ ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს, მათ შორის პირველად ეს იყო ხალვაშის ხელით, ახლა არის სხვა პირი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დავა აქვს „რუსთავი 2-თან“, თუმცა ცხადია, რომ იგივე ის კამპანია, რომელიც წარმოებდა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც მიმართული იყო უშუალოდ „რუსთავი 2-ისა“ და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

„ასევე, ის გაკვეთილები, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივიღეთ, მათ შორის სტრასბურგის მიერ შეჩერებული აღსრულება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი და ხელისუფლება ვერ ისვენებენ, ანუ უნდათ, რომ ახალ წრეზე წავიდნენ და უკვე ამ გზით სცადონ „რუსთავი 2-ის“ გაჩუმება. ეს არის მთელი პრობლემა. ვისაც იმის ილუზია აქვს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს კერძ სამართლებრივ დავასთან, როგორც მინიმუმ, უგუნურია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

დღის ამბები