16 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
შეტევა „რუსთავი 2-ზე“ - პრემიერი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

შეტევა „რუსთავი 2-ზე“ და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელი - მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. პრემიერ-მინისტრი მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს გაექცა.

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევაზე ბახტაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სარჩელი "ნინო ნიჟარაძე რუსთავი2-ის, მისი მეწილეების და დირექტორის წინააღმდეგ" 23- გვერდიანია. დოკუმენტში კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელს მოთხოვნები 5 პუნქტად აქვს გაწერილი. დავის მოგების შემთხვევაში, ნიჟარაძე, თითქმის, 28.5 მილიონ ლარს ითხოვს.

სარჩელის აღწერილობაში ავტორს მითითებული აქვს, რომ დავა სამეწარმეო სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება. რუსთავი2-ის იურისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ფორმალურად მოსარჩელე ნიჟარაძე ხელისუფლების ინტერესს ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები