03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
საკრებულოს შენობა პიკეტირებულია - ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. შინაური ცხოველები და მათი პატრონები საკრებულოს შენობის სამივე შესასვლელთან იმყოფებიან და შენობის პიკეტირებას იწყებენ. 

იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არსებული სახით ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის მიერ მომზადებული რეგულაციები დამტკიცდება აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ საკრებულოს წარმომადგენლებს შენობიდან გამოსვლის საშუალება არ მისცენ. 

აქციის მონაწილეების ამ განცხადების შემდეგ საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭირო. საკრებულოს სამივე შესასვლელთან აქციის მონაწილეებთან ერთად პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც გამოსასვლელებთან კორიდორების გაკეთებას ცდილობენ.

აქციის მონაწილეები ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს რეგულაციების პროექტში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართავენ. საინიციატივო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ის ცვლილებები, რაც რეგულაციების პროექტში უნდა აისახოს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები