16 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ხელისუფლებამ ეს შემთხვევა გამოიყენა "რუსთავი 2" -ის წინააღმდეგ და შიდა პრობლემების გადასაფარად - ნინო გოგუაძე

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება იყო სამარცხვინო - ასეთია არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასება იმ გამოხმაურებებზე, რომელიც გიორგი გაბუნიას მონოლოგს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან მოჰყვა.

"ლეიბორისტული პარტიის“ წევრის შეფასებით, პუტინს კარგად უნდა ესმოდეს რომ მას საქართველოში აგინებენ და ამაში ახალი არაფერია. ხელისუფლება კი ცდილობდა ოკუპანტისთვის მაამებელი განცხადებები ეკეთებინა.

„როდესაც შევარდები დამოუკიდებელ სახელმწიფოში ტანკებით; დაიპყრობ მის 20%-ს, გადაავსებ შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით იქაურობას; აღიარებ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ერთი სტადიონის ხელა გაურკვეველი წარმოშობის ეთნოსებს; დახოცავ ხალხს და გამოაცხადებ სტუმრად თავის სამშობლოში; გადაწვავ ქალაქებსა და სოფლებს; ერს წაართმევ ეკლესიებსა და წინაპართა საძვალეებს; ადამიანებს საკუთარ სამშობლოში გამოაცხადებ საზღვრის დამრღვევებად; ახალგაზრდა ბიჭებს დახოცავ და გულს ამოაცლი; როდესაც ერს მმართველად დაუსვამ ისეთ საკაცობრიო არამზადას როგორიც ივანიშვილია, ამ ფონზე შეიძლება ვიღაცამ შეგაგინოს. ხოლო საქართველოს ხელისუფლების ქცევა წუხელ ეს იყო პირდაპირ პუტინის ადგილობრივი საოკუპაციო კომიტეტის ქმედება, რომელსაც ცეცხლივით ეშინია უფროსობის. და ერთმანეთს ასწრებდნენ როგორმე ეამებინათ თავიანთი ბელადისთვის,“-განახადა შალვა ნათელაშვილმა.

ხელისუფლების ქმედებას სამარცხვინო უწოდებს ნინო გოგუაძეც. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს შემთხვევა გამოიყენა" რუსთავი 2"-ზე თავდასხმისთვის.

„ეს იყო სამარცხვინო ხელისუფლების, რომელმაც დათესა პანიკა მოსახლეობაში რომ თითქოს გიორგი გაბუნიას, ჟურნალისტის განცხადებების შედეგად რუსეთმა შეიძლება დაგვბომბოს და დაიწყოს ომი. ეს არის აბსოლუტურად თავის თავში დაურწმუნებული ხელისუფლების მოქმედება და პანიკა. ხელისუფლებამ ეს შემთხვევა გამოიყენა რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ, რომელსაც უკვე ამდენი წელიწადია ებრძვის და გამოიყენა შიდა პრობლემების გადასაფარავად. მაგრამ მას არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ვიცავთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას როგორც მთავარ ღირებულებას და აუცილებად დავიცავთ და გახარიაც აუცილებლად გადადგება,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გიორგი გაბუნიამ გუშინ გადაცემა P.S.-ში საავტორო მონოლოგის წაკითხვისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო შეფასებები გამოიყენა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლების და ასევე საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.  მალევე რუსთავი 2-მა გაავრცელა განცხადება სადაც განმარტებულია, რომ ფორმა რომლითაც ჟურნალისტმა მისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა პუტინის მიმართ, არხისთვის მიუღებელია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები