16 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ჩამოსცილდეს საქმეს, საქართველოდან წარდგენილი ივანიშვილის პირადი მოსამართლე - ნათელაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს მიმართავს.

ნათელაშვილის თქმით, თუ „რუსთავი 2“-ის სტატუსი შეიცვალა, ტელეკომპანია რუსი ოლიგარქის ხელში აღმოჩნდება.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ამ მაღალი სასამართლოს კომპეტენტურობაში, მაგრამ დღეს მაინც გავუგზავნეთ მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ საკმარისია, ამ ტელევიზიას შეეცვალოს სტატუსი, ის აღმოჩნდება რუსი ოლიგარქის ხელში და საერთოდ დაიკეტება საინფორმაციო სივრცე საქართველოსა და მსოფლიოსთვის. მეორე, ჩვენ მოვითხოვთ, ჩამოსცილდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ნიუანსს საქართველოდან წარდგენილი ივანიშვილის პირადი მოსამართლე. ასეთი სამარცხვინო მოსამართლე დედამიწის ისტორიას არ ახსოვს და შესაბამისად, მისი მიკარება ამ გადაწყვეტილებასთან უკვე ნიშნავს წინასწარ იმას, რომ გადაწყვეტილება იქნება არაობიექტური,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები