„მგონია, რომ ვერ დახურავს, რატომღაც მგონია, რომ ვერ იზამს ამას,“ - ეს განცხადება ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა.
ნინო ჯანგირაშვილი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ ინტერპრეტაცია გააკეთოს.
„ისეთი სიშლეგე სჭირს ივანიშვილს „რუსთავი 2-ზე", რომ შეიძლება მართლაც გააკეთონ ეს. მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის, უფრო დააჩქარებს ივანიშვილის დასასრულს. მე მგონია, რომ ვერ დახურავს, რატომღაც მგონია, რომ ვერ იზამს ამას,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
"რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოიტანს.