16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
"რუსთავი 2" დღევანდელ საქართველოს სჭირდება - პოლიტიკოსები სტრასურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში მყოფმა სტუმრებმა ისაუბრეს. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას გამორიცხავს, რომ ევროპულმა სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანოს, რომელიც ხელისუფლებას მისცეს სამაუწყებლო კომპანიაში შესვლის უფლებას.

არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის" საწინააღმდეგო იქნება, მაშინ ეს ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრების საკითხს დააჩქარებს.

„რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრისას, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მეპატრონის შეცვლა სამაუწყებლო კომპანიის დახურვა იქნება.

„რუსთავი 2" დღევანდელ საქართველოს სჭირდება,“ - ამბობს უსუფაშვილი.

გუბაზ სანიკიძე სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ივანიშვილის ტიპაჟიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ის „ჭკუიდან გადასულია“.

ენმ-ის წევრმა, აკაკი მინაშვილმა კი განაცხადა, რომ 18 ივლისი საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან რუსეთის დუმის დეპუტატები ამბობდნენ, რომ მათ "რუსთავი 2" უნდა იყიდონ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლება სამაუწყებლო კომპანიაზე შეტევას მაინც მიიტანს.

„რუსთავი 2-ის წაღების შანსი ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ 13-14-ში... იფაფხურებს და ფაფხური არის ეს საქმის აღძვრა, წულუკიანი გამოვა და რაღაც მთვარისა და მზის ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს, მაგრამ 18-ში 12:00 საათზე, მე, ისევე, როგორც ჩვენი მთელი შემადგენლობით „ევროპული საქართველო“ ვიქნებით აქ, ვიზეიმებთ გამარჯვებას და 18-ში მე პირადად, ვაპირებ დალევას,“ - განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები