16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ივანიშვილის 11 თავდასხმა 20 წუთში - ინტერვიუ ციფრებში

20 წუთიანი ინტერვიუს დროს ივანიშვილი ჟურნალისტების მიმართ დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, განსაკუთრებულ აგრესიას კი რუსთავი 2-სა და აჭარის ტელევიზიის მიმართ გამოხატავდა.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ივანიშვილი ჟურნალისტებს 11-ჯერ დაუპირისპირდა, მისი აგრესია კი ჟურნალისტებისადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებითა და მიმართვის ფორმით გამოიხატებოდა.

ივანიშვილი განსაკუთრებული აგრესიით რუსთავი 2-ის მიმართ გამოირჩეოდა, ჯამში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, ინტერვიუს განმავლობაში 10 ჯერ ახსენა, არხის პრეზენტირებას კი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ენით ახდენდა : „გაბუნიამ რაც გააკეთა ჩვენი იდენტობის სირცხვილია, მე ვგმობ რუსთავი 2-ს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

აჭარისა და რ2 ს დასმულ შეკითხვებს, ივანიშვილმა ასე უპასუხა:

„სად გაიზარდე შვილო, დაწყნარდი“- ასეთ ბრიყვულ კითხვებს მხოლოდ ნაცები თუ დასვამენ“- ამ და სხვა კომენტარებთან ერთად, მთელი ინტერვიუს განმავლობაში ჟურნალისტებს , „უზრდელების“ სტატუსით მოიხსენიებდა და განსაკუთრებულ აგრესიას რუსთავი 2-ს მისამართით გამოხატავდა : „ რუსთავი 2 არის სირცხვილი, ხოლო აჭარის ტელევიზია მათი ერთ-ერთი ფილიალია“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ბიძინა ივანიშვილს აგრესიის გარეშე, არც ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუტოვებია და ჯამში, ნაციონალური მოძრაობა ინტერვიუს განმავლობაში, დაახლოებით 12-ჯერ ახსენა. იგი მთელი ინერვიუს განმავლობაში იმეორებდა, რომ : „ნაციონალური მოძრაობის წევრები რომ არა, საქართველოში რუსი ვერ შემოვიდოდა, ამიტომ ლომის წვლილი ოკუპაციაში ნაცებს მიუძღვით“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და საკუთარი პარტიის (ქართული ოცნების) პასუხისმგებლობები მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წევრებს გადააბარა.

 

დღის ამბები