16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა" - ნიკა გვარამია

„ამ გადაწყვეტილებამ მურუსიძის სასამართლოს ლეგიტიმაციაც კი მოახდინა, რაზეც ძალიან ვწუხვარ,“ - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილებას სამართლებრივად სკანდალური უწოდა.

„ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ციტატებად ხალხში დაბნეული ყველაზე ნათელი და სკანდალური ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულ საქმეზე, მაგალითად, დედა ოჯახის წევრი არ არის, ურთმელიძეზე, სასამართლომ მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა, კიდევ კარგი დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ იუსტიცის მინისტრს მივმართავ, ჩაატარეთ ღია ადმინისტრაციული წარმოება და მერე ამას მოჰყვება ყველა სხვა სამართლებრივი გზა. მარტო თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მით მეტეს არასწორს, დაარღვევთ საქართვლოს კანონმდებლობას და ჩაიდენთ თანამდებობრივ დანაშაულს,“ - აღნიშნა გვარამიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები