საჯარო რეესტრში ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის 100% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
საჯარო რეესტრმა ცოტა ხნის წინ დაასრულა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის განხილვა.ახალი ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100% ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. 60% მესაკუთრე თავად ქიბარ ხალვაშია, ხოლოდ 40% მფლობელად შპს "პანორამაა" მითითებული.
ამონაწერით სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ისევ ნიკა გვარამიაა.