„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგაპროექტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოხსნა, რაც ქიბარ ხალვაშს სურს, გამოიწვევს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რაც მთლიანი გუნდისთვის მიუღებელია.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე მუსიკალური პროექტების გუნდმა თქვა, აგრძელებენ ბრძოლას დასავლეთისთვის და დამოუკიდებლობისთვის.
„ჩვენ ვუერთდებით ჩვენ კოლეგებს და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგაპროექტებს, შინაარსობრივად შესაძლებელია, ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ვმუშაობთ იმავე სულისკვეთებით და წარმოვადგენთ ფასეულობებს, რომლებსაც ემსახურება ჩვენი საინფორმაციო სამსახური თუ პოლიტიკური თოკშოუები და მთლიანად "რუსთავი 2". ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო არხის გენერალური დირექტორი, თუ აქამდე გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომ ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე, როგორც ოპოზიციური არხის სიტყვის თავისუფლების ერთადერთ გარანტზე.
"საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა რუსთავი 2-ის ახალი მფლობელები, ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რაც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან, ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული "რუსთავი 2"-ის გაქრობას. თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც თუ დავუჯერებთ ჩვენს სასამართლოს, ქიბარ ხალვაშის შექმნილია, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლო ყველაფერში დაეთანხმა ქართული სასამართლოებს და ჩვენი არხი ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დასავლეთისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ილო ბეროშვილმა.