16 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
"ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს იმას, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა" - წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს იმას, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა - "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი აფასებს.

​წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების შესაგებლები და მიიღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არ ყოფილა ზოგადი მსჯელობა, ევროპულმა სასამართლომ ქართველი მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების ქმედებებიც კი შეისწავლა. 

"რაც შეეხება კმაყოფილი ვართ თუ არა ჩვენ ამ გადაწყვეტილებით - მე ვფიქრობ,რომ ეს გადაწყვეტილება  ამტკიცებს იმას,რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა.

ჩვენი 400 გვერდიანზე მეტი შესაგებელი, სხვადასხვა დროს წარდგენილი, მათ შორის მესამე მხარეების საპასუხოდ სრულად იქნა გაზიარებული ევროპული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო და ეს არ დადგენილა ზოგადი მსჯელობით, ნახავთ, რომ  თითოეული მოსამართლის,მოსამართლის ოჯახის წევრების ქმედებებიც კი იყო გაანალიზებული და შეფასებული, მანამ სანამ ევროპული სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ დიახ, ამ საქმეზე საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება განხორციელდა,“-აცხადებს წულუკიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები