16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ამით, საკუთარი სამარე გაითხარა ხელისუფლებამ" - გიორგი მშვენიერაძე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

ამით, საკუთარი სამარე გაითხარა პირველ რიგში ხელისუფლებამ - ეს განცხადება, გიორგი მშვენიერაძემ სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი სწორედ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაა და ის ვითარებაც, რომელიც ბოლო წლებია სამაუწყებლო კომპანიის გარშემო ვითარდება, სწორედ აქედან გამომდინარეობს.   

„ის, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ვითარდებოდა ამ წლების მანძილზე, სწორედ ნასაზრდოები იყო იმ სარედაქციო პოლიტიკის მიუღებლობით, რომელიც "რუსთავი 2"-ს ჰქონდა. ეს იყო ხელისუფლებისთვის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ბედნიერი არიან რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, მინდა ახლა ვუთხრა ის, რაც ახლა შეიძლება მათ ძალიან სასაცილოდ ეჩვენებათ, მაგრამ ამ სიტყვების გახსენება მოუწევთ ერთი ორი წლის შემდგომ. ამით, საკუთარი სამარე გაითხარა პირველ რიგში ხელისუფლებამ“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის გაჩუმება ქვეყანაში კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება დემოკრატიის განვითარების მხრივ. 

„სამწუხაროდ ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს განსხვავებული აზრი, ქვაბს თავი დაახურეს ახლა კარგად და შემოდგეს გაზზე. ეს ქვაბი, ანუ საზოგადოება აუცილებლად გასკდება ისე, რომ ეს ახალ სიძულვილს და ახალი რადიკალიზების ტალღას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ეს ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დღეს ვიღაცებისთვის სასიხარულოა, მათთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის აღმოჩნდება კატასტროფული შედეგების მქონე. ეს არის ძალიან ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არის დაკარგული შანსი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები