ნინია კაკაბაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ თუ კი "რუსთავი 2" გაჩუმდება, ეს ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს კრიტიკული აზრი და რა მთავარია "ქართული ოცნებას" საბოლოოდ გაიხრწნება.
ნინია კაკაბაძის განცხადებით, ხელისუფლება ჩქარობს რაც შეიძლება სწრაფად იძიოს შური "რუსთავი 2"-ზე, რასაც ამდენი წელია ცდილობს.
„ეს არის შურისმაძიებელი ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს მოახრჩოს და მოგუდოს და ამისთვის ერთი საათიც კი არ დაიცადა სტრასბურგის დასკვნის შემდეგ, იმავე წუთში შეიტანა განცხადება რომ სასწრაფოდ გადაუფორმეს ქიბარ ხალვაშს რომ კიდევ რაღაც თეორიული შანსი არ დარჩეს რომ არხი რაღაც განსჯის პროცესში იყოს. ეს არის გაბოროტებული და შურისმაძიებელი ხელისუფლება, რომელსაც აი ეს ჰქონდა მიზნად, რომ რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობა, "რუსთავი 2" გაენადგურებინა. ეს არის მათი გადადგმული ნაბიჯი საკუთარი განადგურებისთვის. "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ ეს შენობა, "რუსთავი 2" არის ადამიანების მასა რომელიც ფიქრობს განსხვავებულად. რომელიც ძალიან ნათლად ხედავს რომ ეს ქვეყანა ხედავს პირდაპირ რუსეთის იღლიის ქვეშ,“-განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ უკონკურენტო გარემო იქნება დამანგრეველი მედია სივრცისთვის. მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ არ იქნება "რუსთავი 2" პატარა მედია საშუალებებს უფრო მარტივად მოერევა ხელისუფლება.
„პატარა მაუწყებლებს ბევრად უფრო ადვილად მოგუდავენ იმ შემთხვევაში თუ კი არ იქნება "რუსთავი2,“-განაცხადა ნინია კაკაბაძემ.