16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
არც ერთ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის კონტროლი არ გასვლია - ხატია დეკანოიძე

არც ერთ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის კონტროლი არ გასვლია - ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ბიძინა ივანიშვილს არ გაუხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას.

„ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს "რუსთავი2"-ის ხელში ჩაგდებას. მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც აქვს „რუსთავი2“-ს. ის დაჩქარებული ტემპით გადაფორმება, ეს არის საკუთარი სამარის საკუთარი ხელით გამოთხრა,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძეს უკრაინის მაგალითი მოჰყავს, როცა მაიდანის დროს იანუკოვიჩს ემორჩილებოდა ყველა მსხვილი არხი, მაგრამ იანუკოვიჩს მოუწია ხელისუფლებიდან წასვლა. 

მას ასევე მოჰყავს პლახატნიკის მაგალითი, როცა მოლდოვაში არცერთი ოპოზიციური არხი არ იყო, თუ პლახატნიკსაც მოუწია დაეთმო ხელისუფლება და გაქცეულიყო.

„სამწუხაროა, რომ სტრასბურგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იქ თავისუფალი სიტყვის განხილვაში საერთოდ არ შესულან.არცერთ ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის კონტროლი არ გასვლია. ივანიშვილი იმასაც ამბობს,რომ გახარია მაგარი კაცია და არ უნდა გადადგეს, მაგრამ 71% კვლევისას გამოკითხულები ამბობენ, რომ ის უნდა გადადგეს. ამიტომ ხელისუფლებას ეს ბუშტი გაუსკდება. არ უნდა დაავიწყდეს ივანიშვილს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ხალხია,“-ამბობს დეკანოიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები