პაატა სალია "რუსთავი 2"-ში იმყოფება. ის შესასვლელში რამდენიმე წუთით შეფერხდა, რადგან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შენობის ფოიეში პირდაპირი ჩართვა მიმდინარეობდა.
სალიას შენობის შესასვლელ კართან ნანუკა ჟორჟოლიანი შეხვდა, რომელმაც მას ნიკა გვარამიას კაბინეტის გზა მიასწავლა. მან სალიას უთხრა, რომ ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მასთან შეხვედრას აპირებდა.
ნიკა გვარამიასთან შესვლისას, სალიამ თქვა, რომ ჟურნალისტების მუშაობაში არ ერევა, თუმცა სურს შეხვდეს თანამშრომლებს, რომ კომპანიის ფინანსურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საქმიანობასთან არიან დაკავშირებული.
"თქვენ სამწუხაროდ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების.
თქვენ თუ გგონიათ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას დავიწყებ ძალიან ცდებით. ჩემთვის ის რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და თქვენი დამნაშავე მარწმუნებლის მეშვეობით, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ციხეში, გპირდებით, თქვენ იმედია მაქამდე არ მიხვალთ, თქვენ დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგაგდოთ თქვენი სახლიდან აფხაზეთში... ეს არ არის პოლიტიკური განცხადებით. ეს არის ჩემი შეფასება.
არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად, ჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით,"-უთხრა ნიკა გვარამიამ სალიას. მისი თქმით, ის კოლაბორაციონალისტებთან ვერ ითანამშრომლებს.