16 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ოცნების" ზეიმი - "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი გუნდი ემოციებს ვერ მალავდა

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ „ქართული ოცნების“ გუნდი ემოციებს ვერ მალავდა. გზავნილებიდან, რომელსაც მმართველი ელიტა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლების გამარჯვებით კმაყოფილი იყო.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარდამჭერებს უთხრეს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრება გახდა. ისინი არ მალავდნენ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ხელისუფლების გამარჯვებით კმაყოფილები იყვნენ.

„ქართულმა ოცნებამ“, პრაქტიკულად აღიარა, რომ შემდეგი ეტაპი ტელევიზიის კრიტიკული ჟურნალისტებისგან დაცლაა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა რეპორტიორებს ურჩიეს, რომ შეუძლიათ ტელევიზიიდან წავიდნენ და ახალი არხი დააფუძნონ.

დღის მეორე ნახევარში კი „ქართული ოცნების“ განცხადებები უფრო მეტად კრიტიკული გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ოპონენტების კრიტიკა დაიწყეს. ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს და იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დროებით ღონისძიება შეაჩერა, ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

ამავე თემაზე
დღის ამბები