სიტყვის თავისუფლების დაცვა და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაცია - სწორედ ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად "რუსთავის 2"-ის ეზოში დილიდან მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არხის დახურვით, ან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
ადამიანები, რომლებიც დღეს რუსთავი ორის მისამართზე მივიდნენ, თვლიან, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრისა და ხალხის ხმის გასაგონად რუსთავი ორის არსებობა აუცილებელია.
25 წლიანი ისტორიის მქონე არხის დასაცავად სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთი მიზნით გაერთიანდნენ - არ დარჩეს ქვეყანა ოპოზიციური არხის გარეშე.