16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ვერ გამოვედით ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც კრიტიკულ ტელევიზიებს ხელისუფლება კეტავს - ბაია პატარაია

„ვერ გამოვედით ჩვენ ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც კრიტიკულ ტელევიზიებს ხელისუფლება კეტავს,“ - ეს განცხადება იურისტმა, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტმა, ბაია პატარაიამ გააკეთა.

ბაია პატარაია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ თუ კრიტიკული მედია არ იარსებებს, მაშინ, სულ სხვა დღის წესრიგი იქნება მედიაში.

„ძალიან მძიმე პერიოდი გველოდება, იმიტომ, რომ თუ აღარ მოხდა კრიტიკული აზრის გაჟღერება, მაშინ აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი იქნება მედიაში და ის აღარ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არსებობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს თვითონ "რუსთავი 2"-ის გუნდი. მე უბრალოდ არ მინდა "რუსთავი 2"-ს ვუყურო, როგორ გახდება ის პროსახელისუფლებო არხი, რომელიც ბევრჯერ მინახავს ამ ცხოვრებაში და მართალია, ქონებრივი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მარტო ადამიანური რესურსი არ არის ტელევიზია, მას ძალიან ბევრი რესურსი სჭირდება იმისთვის, რომ ეფექტურად იმუშაოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს "რუსთავი 2"-ის გუნდი თვითონ ახალ დირექციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები