16 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და უზუსტობები სტრასბურგის გადაწყვეტილებაში - იურისტები შოკისმომგვრელ დისბალანსზე საუბრობენ

"რუსთავი 2"-ის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, იურისტები შოკისმომგვრელ დისბალანსზე საუბრობენ. 

სტრასბურგმა უკან წაიღო მის მიერვე დამკვიდრებული პრეცედენტი და დიამეტრულად შეცვალა თავისი ის პოზიცია, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ნამდვილად იცავდა "რუსთავი 2"-ს და იყო ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები, რომელთა ძალისხმევით, "რუსთავი 2" სტრასბურგმა ადამიანის სიცოცხლეს გაუთანაბრა, ამბობენ, რომ ორი წლის შემდეგ, გადაწყვეტილებაში წარმოუდგენელი შეცდომებია, ფაქტობრივი უზუსტობები და შეუსაბამობები.

შოკისმომგვრელი დისბალანსის გარდა, იურისტი თამთა მურადაშვილი სტრასბურგის მიერ დაშვებული პრეცენდენტისა და საქმის პოლიტიკური კონტექსტის გარეშე განხილვის უცნაურ ცვლილებაზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ სურათი შოკისმომგვრელია და გაუგებარია როგორ მივიდა სტრასბურგი იმ დასკვნამდე, რომ „რუსთავი2“-ის უფლებები არ იყო დარღვეული.

კიდევ უფრო მკაცრად აფასებს სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ჩანაწერებს "რუსთავი2"-ის კიდევ ერთი იურისტი, ზაზა ბიბილაშვილი. ის თვლის, რომ სტრასბურგის არაერთი შეფასება შეუსაბამობაშია იმასთან, რაც ევროსასამართლოში "რუსთავი 2"-ის და ძმები ყარამანაშვილების მიერ იქნა წარდგენილი.

სტრასბურგის სასამართლომ საქმის ორწლიანი განხილვისას არცერთი უფლების დარღვევა არ დაადგინა.

სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, ამბობს სტრასბურგის სასამართლო მაშინ, როცა "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვისას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ინტენსიურად საუბრობდა სასმართლოს მიერ კანონის იგნორირებაზე და ხელისუფლებას "რუსთავი 2"-ზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" დავის დაწყებიდან მალევე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში, ევროსაბჭოს ადა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშებსა და Freedom House-ის ანგარიშებში.

დღის ამბები