18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ქაღალდის მგლების ხელისუფლება ჩამოიშლება ხოლმე... გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი - კოტე კემულარია

ირაკლი ოქრუაშვილის გუნდი სასამართლოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ოქრუაშვილის წინასწარი პატიმრობის საქმე არც კი განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, მინიმუმ, მომდევნო რამდენიმე თვეს მატროსოვის ციხეში გაატარებს.

ოქრუაშვილის თანაგუნდელები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი ლიდერის ციხეში ჩასმის ბრძანება ივანიშვილის გაცემულია. „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა. კოტე კემულარია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც გააცოფა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა, რომ ირაკლი დაპირდა, რომ არ ჩააქრობინებდა „რუსთავი 2-ს“, „რუსთავი 2ის“ არჩაქრობას ნიშნავდა, რომ ის ვერ მიაჩუმებდა ანაკლიის პორტის რუსეთისთვის გადაცემის თემას, ვერ მიაჩუმებდა იმ სკანდალს, რომელიც წამოიწყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის მითითებებით შეკერილი საქმეების გამომზეურება იწყებოდა, მან გაცეცხლებულმა გასცა ბრძანება, დაეპატიმრებინა თ დაუყოვნებლივ ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნების თავისუფლებაზეა აგებული დღეს ბიზნესიც და ქვეყნის ეკონომიკებიც, თუ იჭერ პოლიტიკურ კონკურენტს, ეს არის საშინელი გზავნილი ინვესტორებისადმი., მინდა მივმართო, დღევანდელ ხელისუფლებას, დამშვიდდით, გონს მოეგოთ, გასაგებია, რომ თქვენ ხართ ვოლსკები და არ გეშინიათ, მაგრამ თქვენ მუყაოს ვოლსკები ხართ. თანამედროვე ისტორიას კარგად გახსოვთ, რომ ქაღალდის მგლების ხელისუფლება ჩამოიშლება ხოლმე ერთბაშად, და მხოლოდ მოლდავეთი კმარა ამისთვის., დასხედით დიალოგის მაგიდასთან, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია იქნება. გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი, თორემ ძალადობით სტაბილურობა ვერ მიიღწევა,“ - განაცხადა კემულარიამ.

დღის ამბები