18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს პოლიტიკური რეპრესიებია - ოპოზიცია ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

ოპოზიციის წარმომადგენლები "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მასობრივ დაკავებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ვაშაძის თქმით, ამგვარი ხერხით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი ვერ გამოსწორდება.

გრიგოლ ვაშაძე-ის სურათის შედეგი„ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური რეპრესიები დადგა მას შემდეგ, რაც 20 და 21 ივნისს ხელისუფლებამ, რომელიც თითებით და ბრჭყალებით არის ჩამოკიდებული თავის კაბინეტებზე, დაინახა განრისხებული საქართველოს მოქალაქე. მათ ჰგონიათ ახლა, რომ ეს რეპრესიებით, წარმატებული ბიზნესმენების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული მედიამენეჯერების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული პოლიტიკოსების ან იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის წამყვან ხმებს წარმოადგენენ , განხორციელებული რეპრესიები მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს, მოქალაქეების ნდობას დაუბრუნებს, ლარის კურსს გაამყარებს, ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის გამომუშავებაში დაეხმარება და  საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს გაამტკიცებს. ამაზე დიდი კლინიკური იდიოტიზმი წარმოუდგენელია,“- განაცხადა ვაშაძემ.

ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს უფრთხის და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანის თავიდან მოცილებას ცდილობს, ვისაც ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა და გეგმა გააჩნია.

ირმა ნადირაშვილი-ის სურათის შედეგი„ნიკა გვარამიას დაბარება პროკურატურაში ეს არის იმ უხეში რეპრესიების გაგრძელება, რომელსაც მისდევს ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, მას უნდა თავიდან მოიშოროს ყველა და ყველაფერი, რაც არ არის მასთან ჰარმონიაში და ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ენაზე არ მეტყველებენ და მის აზრებს ქვეყნის აღმშენებლობაზე არ იზიარებენ. ეს არის რეპრესიების გაგრძელება, როგორც უკვე ვთქვი და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის "რუსთავი2-ის "წაღების შემდეგ აქვს შიში, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პლატფორმები. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ასეთი გზებით შეაჩერებს ახალი ტელევიზიების გაკეთებას, შეაჩერებს და საერთოდ შეაფერხებს თავისუფალი სიტყვის განვითარებას, რაც რა თქმა უნდა, არის სრული ილუზია,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები