18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"ყურადღებით დავაკვირდებით და მონიტორინგს გავუწევთ“ - პასკალ მენიე ნიკა გვარამიას საქმეზე  

"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, მარგამ ყურადღებით დავაკვირდებით და მონიტორინგს გავუწევთ“ - ეს განცხადება საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ გააკეთა.

მენიე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გამოხატვისა და მედიის თავისუფლება დაცული და ხელშეუხებელი იყოს. 

„ჩვენთვის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით მედიის თავისუფლებისთვის. საქართველოს სჭირდება პლურალიზმი მედიაში. რაც შეეხება სასამართლოს საქმეებს, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქმეები სასამართლოში უნდა წარიმართოს სამართლიანად და გამჭვირვალედ. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, მარგამ ყურადღებით დავაკვირდებით და მონიტორინგს გავუწევთ.“ - განაცხადა პასკალ მენიემ.

 

დღის ამბები