„ასობით მილიონი ლარის ზარალს საქართველოს ბიუჯეტი ნახულობს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ფარცხალაძის და მათ ქვემოთ გაშლილი კონკრეტული ბიზნესმენებით, რომლებიც პირდაპირ აზარალებენ საქართვლოს ბიუჯეტს და წურბელებივით აზიან მოქალაქეებს კისერზე და წოვენ ასობით მილიონ ლარს,“ - გამდიდრების სქემა, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, ხალხის ჯიბეებზე გადის.
საკრებულოს დეპუტატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესელიტა იპარავს ფულს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით. მისი თქმით, სისტემა ბნელი 90-იანების წესებით მუშაობს.
დოკუმენტებში ბიზნესმენები წერენ, რომ, მაგალითად, კომპანიას საქართველოდან საზღვარგარეთ ექსპორტზე გააქვს პროდუქცია, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია მას, ამ პროდუქციის 18% ანუ დღგს თანხა უკან დაუბრუნოს. რეალურად ეს პროდუქცია უცხოეთში ექსპორტზე არ გადის, დოკუმენტები ფიქტიურად ფორმდება და ეს კომპანიებიც სახელმწიფოსგან ფულს არაფერში იღებენ. ირკვევა, რომ მათ ანგარიშებზე დაფიქსირებული აქტივი ნაღდი ფულის სახით არ გააქვთ და უცხოეთიდან, ხორბლის და ნავთობპროდუქტების შემოტანის დროს განბაჟების გადასახადს აღარ იხდიან, დიდ მოგებას ნახულობენ.
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ბოლო ორი თვის განმავლობაში პასუხისგებაში ათობით ადამიანი მისცეს. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ ფაქტებს იკვლევს, ამბობს, რომ მოპარვა ბიზნესში ახლა მოდური გახდა, აკავებენ იმას, ვისაც მფარველი არ ჰყავს. გიორგი კაპანაძის თქმით, ფულის კეთების ამ სქემას მწვანე შუქი პრემიერმა აუნთო
ოპოზიცია ასახელებს კონკრეტულ გვარებს, ვინც საბიუჯეტო თანხების მოპარვის სქემის უკან დგას, მათ შორის არიან ლაშა ქორიძე და ივანე ბაქრაძე. ისინი ათობით კომპანიას ფლობენ და მჭიდრო კავშირი აქვთ ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან,
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხალხის ფულის მოპარვაში მათ სწორედ ფარვცალაძე ეხმარება და მფარველობს.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ლაშა ქორიძე ოთარ ფარცხალაძის შვილთან ერთად კომპანია ჰექსას ფლობდა და ბიზნესპარტნიორი იყო, შემდეგ კი წილები გადააფორმეს.
სანადო წყარო ყოფილი მთავარი პროკურორის გარემოცვიდან გვიყვება, რომ ოთარ ფარცხალაძე ფულს ლაშა ქორიძესთან ერთად კომპანია ჰექსას საშუალებით იპარავდა, რომელსაც ახლა მისი შვილი ფლობს, ამიტომ ფარცხალაძის შვილის კიდევ ერთი კომპანიის ეკო გრუპის მისამართზე მივედით, რათა გვეკითხა, რა საქმიანობას ეწევა ჰექსა და რა პროდუქცია გაქვთ ექსპორტზე. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, იქ, სადაც ოფისი უნდა ყოფილიყო, კარი ხანსიშესულმა ქალბატონმა გაგვირო. „რუსთავი 2-ის“ მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გარდა გავიგეთ. რომ ფარცხალაძის კომპანია ამ მისამართზე ფიქტიურად არის გაფორმებული.