18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ყველა ცვლილება გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ოპოზიციური სპექტრის დაშლას ისახავს მიზნად - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

პროპორციული საარჩევნო სისტემა და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - საკითხზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის წევრებმა იმსჯელეს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში იმგვარი მუხლების ჩადებას აპროტესტებენ, რომელიც პარტიებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამგვარი ხერხით გაერთიანებული ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ასეთი მცდელობა უშედეგოა, რადგან ერთადერთი ალტერნატიული და სერიოზული ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, ეს გაერთიანებული ოპოზიციაა.

გიორგი ვაშაძე-ის სურათის შედეგი„ყველა ძირითადი ცვლილება, რაზეც არის განხილვა დღეს, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ერთადერთ მიზანს ისახავს მიზნად, როგორმე დაშალონ ოპოზიციური სპექტრი, დაიშალოს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, იმიტომ, რომ შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენ მათ მოვუგეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა „ ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდებიან. ამის საპასუხოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა, დამშვიდდით, ხალხო, ნეტა ასეთი მონდომებული გაჭირვების და კორუფციის წინაშე ბრძოლაში იყოთ. მაინც არ დავიშლებით, გაერთიანებული ოპოზიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა ცვლილებაზე ბოლომდე ვიმუშავებთ აბსოლუტურად, მაგრამ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ის პირობა, რომელიც დადებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს პირობა დაირღვეს,“- განაცხადა ვაშაძემ.

ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში რეგულაციების წინააღმდეგია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეც. კაციტაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტი პარტიების სარეკლამო კლიპის დაგეგმვასაც კი ცდილობს.

მამუკა კაციტაძე-ის სურათის შედეგი„ ეუთო, ოდირი ამბობს, რომ სიძულვილის ენა და დაძაბული წინასაარჩევნო გარემო არ არის მისაღები და ეს უნდა ეხებოდეს  ყველაფერს აბსოლუტურად , როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე რეკლამას. ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს, რომ ლამის სცენარი დაგვიწერეს, როგორი უნდა იყოს კლიპი, საარჩევნო, სააგიტაციო კლიპი როგორი უნდა იყოს. ნეგატიური რეკლამა იკრძალება მნიშვნელოვან წილად, როგორ უნდა გამოვიტანოთ ნომერი და სახელწოდება პარტიისა, თუ ბლოკისა, თავში, შუაში, ბოლოში, როგორი უნდა იყოს სცენარი ამ რეკლამისა. მე ვერ გავიგე ახლა, თუ ჩვენია ეს რეკლამა და პარტიამ უნდა გააკეთოს, მაშინ ის თავისუფალი უნდა იყოს ამაში და რასაც ჰქვია სიძულვილის ენა, ქსენოფობიური დამოკიდებულება, გეთანხმებით, ეს უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ მთლიანად ამის აკრძალვა და ამის რეგულაციების დაწესება მიმაჩნია, რომ არის არასწორი,“- განაცხადა კაციტაძემ.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ყურადღებას საარჩევნოდ პარტიების რეგისტრაციის საკითხზე ამახვილებს. დავითაის თქმით, სახელმწიფო აქაც კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

პაატა დავითაია-ის სურათის შედეგი„ არის გარკვეული საკითხები, რაც ნიშნავს არჩევნებში პარტიის რეგისტრაციას , რაც გარკვეულ კითხვებს იწვევს და გართულებულია მექანიზმები ამ მიმართულებით, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია და ხელოვნური ბერკეტებია შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფო ბერკეტებს კონტროლი ჰქონდეთ პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავითაიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები