18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
როდესაც მოსამართლეს აყენებენ შეურაცხყოფას, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, კახაბერ სოფრომაძეს უსმენენ. მან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე ისაუბრა. კახაბერ სოფრომაძე მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის. მისი თქმით, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

კახაბერ სოფრომაძის განცხადებით, როდესაც მოსამართლეს, რომელიც დარბაზშია და სახელმწიფოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილება, აყენებენ შეურაცხყოფას, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

2015 წელს სწორედ კახა სოფრომაძემ დაუჭირა მხარი ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოში გამწესებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვებს გასაუბრების დროს კამათი და ხმაური მოჰყვა.

დღის ამბები