რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებს საკითხებს განიხილავენ.
მოლაპარაკებები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერსა და რუსეთს პრეზიდენტს შორის სოჭში, სამუშაო ვიზიტის ფორმატში შედგება. ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიმართება.