ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს ან ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ შესაძლოა, მხარს არ აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება.
„ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს ან ხელს უწყობენ ამ კითხვების გამრავლებას, ან ხელისუფლებას აბრალებენ რომ ჩვენ შესაძლოა, მხარს არ აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის, რბილი ძალის და იმ დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვთხოვ ყველა მხარეს, ვინც იმეორებს ამ მესიჯებს, ვინც ხელისუფლებას აბრალებს იმას, რაც არ არის სინამდვილეში, კარგად დაფიქრდნენ, ამით ხელს უწყობენ თუ სინამდვილეში ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.