18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
შეუწყვეტლივ მიმდინარეობს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ - "ენმ-ის" წევრები ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც რუსული ოკუპაციის ხანგრძლივ და მძიმე ისტორიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსულ აგრესიას საქართველო მხოლოდ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს შექმნით, ასევე საზოგადოების ერთიანობით უნდა დაუპირისპირდეს. 

„აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ აგვისტოს სამხედრო ტერორისტული აგრესია, რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომი საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არ იყო პირველი ომი. 1990 წლიდან შეუწყვეტლივ მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის საშუალება. ამას ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ რამდენიმე რამ, ეს არის კარგად მოფიქრებულ საგარეო პოლიტიკური კურსი, მძლავრი ეკონომიკა, პროფესიონალი, კბილებამდე შეიარაღებული არმია, რომელიც საქართველოს დაიცავს ყველა საფრთხისგან და ამის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია თუ ჩვენი საზოგადოება და ერი არ იქნება ერთიანი,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.   

 

 

 

დღის ამბები