გმირებს, რომლებმაც ზუსტად 11 წლის წინ საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს, დილიდან პატივს მიაგებენ. მუხათგვერდის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.