"ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს სამ საათზე გამოიკითხება. წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.
„ტვ პირველის“ მფლობელი პროკურატურაში გამოკითხვაზე ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა ვატო წერეთელმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.