18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
"ეს არის ჩვენი ქვეყნის ღალატი" - არასამთავრობოები ხელისუფლებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

ყველა გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გმობს. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს მთვარობას თავი შეიკავოს ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მან ვერ მოისმინა "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ომი დაიწყო მან.

Image result for ქეთი ხუციშვილი„მეთერთმეტე წლის თავია რუსეთ-საქართველოს ომის. ჩემთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ის, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ეს გამოეყენებინა ინტენსიური საერთაშორისო კამპანიისთვის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუსეთის ოკუპაციისთვის, იმ მდგომარეობისთვის რომელიც დღეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამის ნაცვლად ორი დღეა უკვე ვისმენთ გაუთავებელ ბრალდებებს ჩვენივე წინა ხელისუფლებისადმი. ისე რომ ფაქტიურად ხსენებაც არ ხდება იმისა, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ ჩაატარა ეს შემზარავი ომი და რისი შედეგია ის რომ ფაქტიურად ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა. ის რომ ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა მაგ რეგიონებიდან, ეს უკვე დადასტურებულია. მაგრამ სამწუხაროდ ამის თაობაზე არაფერი გამიგია არც ბატონი ვოლსკისგან და არც სხვებისგან, რომლებიც ხელმძღვანელობენ "ოცნებას,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

კოლეგების პოზიციას იზიარებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორიც. მიხეილ ბენიძის თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს აგრესორი პუტინის განცხადებები.  

„დღევანდელი ხელისუფლება არის სწორედ სამართალ მემკვიდრე იმ ხელისუფლების და თუ კი კონკრეტული განცხადებები კეთდება , მათშორის კონკრეტულ ინდივიდებთან მიმართებაში, მე მესმის რომ შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს რომელიღაცა პოლიტიკოსი მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ამ პროცესში პოლიტიკურ კინკლაობას არ გადავაყოლოთ ეროვნული ინტერესები და ქვეყნის ინტერესები,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ეკა გიგაური კი მიიჩნევს, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები და ხელის გაშვერა წინა ხელისუფლებისკენ, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

Image result for ეკა გიგაური„ის რაც დღეს ჩანს არის ის, რომ ისინი თავიანთი განცხადებებით ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. იმიტომ, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ. მათშორის ძალიან ბევრ საერთაშორისო დასკვნაში და მათშორის ტალიავინის დასკვნაშიც საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთის ჯარები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ რაიმე სახის ქმედებების განახორციელა  პირველმა საქართველომ, ეს არის არასწორი, ეს არის მცდარი და ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მომხრე განცხადებები რაც არის ღალატი ჩვენი ქვეყნის,“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.

დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომლითაც ხელისუფლების განცხადებები დაგმეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები