18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის მოვლენების შემდეგაც ვერ გამოიტანეს დასკვნა - რუსეთის საგარეო უწყება 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე- 11 წლის თავი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა ვერ გამოიტანეს დასკვნა 2008 წლის მოვლენების შემდეგ.

"იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის, ოფიციალური თბილისი და დასავლეთი კვლავ აღვივებენ ანტირუსულ ისტერიას, აწარმოებენ რეგიონის იარაღით შევსებას და საქართველოს ნატო-ში უცერემონიო შეყვანას უწყობენ ხელს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები