18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
რაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ - ნიკა გვარამია

„მთავარი და ფუნდამენტური ტყუილი, რაც პიარისთვის იყო გაკეთებული, უთეთრესი ძაფებით ნაკერი, ბინები რომ მოვიპარე. ამ ბრალდებაში, რაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი,“ - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წარდგენას.

ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და ბრალის დადგენილება ჩაიბაროს. „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია კორუფციაში დადანაშაულება. ნიკა გვარამიას განცხადებით, წარდგენილი ბრალი თეთრი ძაფებით ნაკერია და განკუთვნილია პიარისთვის. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აჩვენებს, ვინ უკეთესად იცის პიარი. 

მისი განცხადებით, მოუწევთ, რომ საპატიმრო აღკვეთზე წავიდნენ. გეგმებთან დაკავშირებით ნიკა გვარამია საუბარს დღეს 7 საათზე აპირებს. 

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადებით, ხელშეკრულებები, რომელზეც გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი საუბრობდა, ერთი ადამიანის მიერ არ არის ერთპიროვნულად მიღებული. მისი თქმით, ხელშეკრულებებზე ნამუშევარი აქვს, როგორც ფინანსურ, ასევე იურიდიულ დეპარტამენტებს და მათი დასკვნის საფუძველზე მოაწერა ხელი შეთანხმებებზე. 

ნიკა გვარამია-ის სურათის შედეგი„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა, ბოდვაა, ყველას გვესმის. ჯერ ერთი და მერე მეორე, ამ კონტრაქტით დაგროვილი ფული, ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ გავლილი, ხელმოწერილი, საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, მან არ იცის მართვის საკითხები, ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დადგეს სამოხელეო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ ეს ყველაფერი, მესამე - ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შუა წელიწადს რომ ვნახე რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან ინტერმედიაზე, ჩავსვი ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა შემოსავლებს, უნდა ეყურებინა, ზეწოლა იყო შემდეგი სახით, მათ შეეძლოთ, რომ აღარ მოეცათ იურიდიულად, მაგრამ ვუთხარი, აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონტრაქტს, სამეწარმეო ზეწოლა იყო იმიტომ, რომ ისინი “დამოკიდებულები არიან ჩემზე, რა მოხდა, მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამეტი, ზამთარში იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული გროვდება და აკუმულირდება,“ - აღნიშნა გვარამიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები