„ვწუხვართ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების ხელმოწერიდან კონფლიქტის მოგვარებაზე ძალიან მცირე პროგრესი გვაქვს“, - ეს განცხადება გაერო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მრჩეველმა უშიშროების საკითხებში კარენ ვან ვლიბერგმა გააკეთა.
კარენ ვან ვლიბერგი ამბობს, რომ გაერო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ორივე დეფაქტო ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება აჩვენებს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ინტენსიური ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ეს ქმედება ახანგრძლივებს კონფლიქტს, იწვევს დესტაბილიზაციას საქართველოში და მთლიანად რეგიონში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა კარენ ვან ვლიბერგმა.