18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
მოგესალმებით დიქტატურაში! - ნიკა გვარამია პროკურატურასთან იმყოფება

„მოგესალმებით დიქტატურაში!“ - ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობასთან მისვლის შემდეგ გააკეთა.

გვარამიას თქმით, ქვეყანაში დიქტატურის ღიად დამყარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

„სტრასბურგის სასამარტლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა, ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის შემდეგ საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ,“ - ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები