18 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
ბათუმში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას კიდევ ერთი მოქალაქე შეუერთდა

ბათუმში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას კიდევ ერთი მოქალაქე შეუერთდა. რაც შეეხება უჩა ოქროპირიძეს, ის უკვე სამი დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

მოშიმშილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმისკენ მათ 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა და დაწყებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა უბიძგეს.

„მაგათ ჰგონიათ, რომ 62 წლის კაცი რაღაც ხუშტურების გამო, ვზივარ აქ. მე ზმად ვარ სიკვდილისთვის. ასეთნაირ ქვეყანაში ცხოვრებას, ჯობია, რომ საერთოდ არ არსებობდე, როდესაც სახეში გაფურთხებენ, შენს ადამიანობას, კაცობას, ყველაფერს ფეხქვეშ თელავენ და საკუთარ დანაშულზე ხალხის იქით იჭერენ და პასუხისმგებლობას იქით აკისრებს, ეს არის ისეთი სიტუაცია, რომლის ატანასაც, მე მგონი, ვერცერთი ნორმალური ქართველი ვერ იკისრებს,“ - განაცხადა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელმა, უჩა ოქროპირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები