"ეს არის პოლიტიკური მასკარადი, მას გირაოს სთავაზობენ, ის უარს იტყვის" - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, კოტე კემულარიამ საქალაქო სასამართლოს ეზოსთან განაცხადა. ის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. კემულარიას თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ.
„შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური მასკარადები,“ - მიმართა მან ხელისუფლებას.
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა. დღეს სასამართლომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.