18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ჩვეულებრივი მატყუარა ზის ახლა პროკურორის სკამზე - ნიკა გვარამია

„ჩვეულებრივი მატყუარა ზის ახლა პროკურორის სკამზე“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, ბრალდების მხარე ფაქტობრივ ტყუილებს ამბობს მისი საქმის გამოძიების ფარგლებში.

„პროკურორებმა ამ შემთხვევაში ნამდვილად მოიტყუეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება ბინებზე, ეს არის ტყუილი, ბინების საკითხი იყო მოხსენიებული დანაშაულის კონტექსტი და მიმდინარეობს გამოძიება კიდევ სხვა ფაქტებზე, ეს იყო დასასრული, კიდევ სხვა ფაქტები არ დასახელებულა“, - ამბობს ნიკა გვარამია.

ბრალდების მხარემ არ გაიზიარა ნიკა გვარამიას ბრალდება მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები