18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ეს არის ცალსახად წმინდად პოლიტიკური პროცესი, წმინდად შურისძიების პროცესი - ეკა კვესიტაძე

ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას და მიმდინარე სასამართლო პროცესს გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ეხმაურება.

ჟურნალისტის თქმით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის დაანონსებას უკავშირდება.

„ფაქტია, რომ ყველა ტელევიზია, რომელიც არის ან იქნება მწვავე ოპოზიციაში ხელისუფლებასთან, მწვავედ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, ყველა ამ პრობლემებს პრევენციულადაც და უკვე მოქმედ ტელეკომპანიებს ექმნებათ პრობლემა“, - განაცხადა კვესიტაძემ.

კვესიტაძე ასევე ამბობს, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირდება.

„ეს არის ცალსახად წმინდად პოლიტიკური პროცესი, წმინდად შურისძიების პროცესი და ეს პროცესი მარტო ნიკას არ მოიცავს, ფართო მასშტაბიანი რეპრესიები არის დაწყებული ქვეყანაში“, - განაცხადა კვესიტაძემ.

ეკა კვესიტაძე ასევე ამბობს, რომ პროკურორის გამოსვლა და ბინებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ნიკა გვარამიას დისკრედიტაციას უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები