18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
არ გადავიხდი გირაოს - ნიკა გვარამია მოსამართლეს მიმართავს

არ გადავიხდი გირაოს - ასე მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს. „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუ მოსამართლე მას გირაოს გადახდა დააკისროს, ის მაინც არ გადაიხდის. მისი თქმით, ეს არის პრინციპული საკითხი. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები