„პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას ახლა დიდებულად ჩამოვწერ, რომ ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. რომ ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმე რომაა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სისტემაში ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში „შეჩხირო“ სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში და ამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება და არ შეიძლება, არა. ჩემთვის რა, დავწერ, პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ“, - ამბობს ნიკა გვარამია.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, გვარამიას აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.
გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში მაინც გაასაჩივრებს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.