18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
„ყოველთვის, როდესაც ენმ ცდილობს დაფაროს საკუთარი შეცდომები, ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს"-მათიკაშვილი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს 

„ქართული ოცნება“ ოპონენტების კრიტიკას პასუხობს. საუბარია ოპოზიციის განცხადებაზე, რომელმაც ხელისუფლება ღალატში და უმოქმედობაში დაადანაშაულა. აგვისტოს ომიდან 11 წლის თავზე, რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ექვსპუნქტიან გეგმას არ ასრულებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება არ იყენებს საერთაშორისო ასპარეზსს იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე იყოს.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი დავთ მათიკაშვილი. მისი თქმით, ენმ ცდილობს საკუთარი შეცდომები მმართველ გუნდს დააბრალოს.

მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პარტნიორებთან ეს საკითხი მუდმივად განხილვის საგანი იყოს.

„ყოველთვის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაფაროს საკუთარი შეცდომები და დანაშაული ის აუცილებლად აქეთკენ, ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ომის დამთავრებიდან ძალიან მალე მოხდა ევრო რეზოლუციის მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ, იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ. ისეთ რეზოლუციის, სადაც საქართველოს არ იყო წარმოდგენილი საუკეთესო მდგომარეობაში და საუკეთესო ფერში. დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ საგარეო კუთხით მოხდეს ჩვენი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და ჩაბმა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები