18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ქიბარ ხალვაშმა შეკვეთა შეასრულა და ამჟამად, ახლა მიჰყიდის, ვინც „იმედი“ იყიდა ფორმალურად - დავით ბერძენიშვილი

„ქიბარ ხალვაშმა შეკვეთა შეასრულა და ამჟამად, ახლა მიჰყიდის, ვინც „იმედი“ იყიდა ფორმალურად,“ - ასე ეხმაურება „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, ქიბარ ხალვაშის ახალ განცხადებას, საიდანაც ირკვევა, რომ ის „რუსთავი 2-ს“ ყიდის. ბერძენიშვილი ამბობს, რომ რეალური მყიდველი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ისეთი თეთრი ძაფით ნაკერია, ამდენი ვალი გვაქვსო, დიდი ნაწილი არის ღია ინფორმაცია, ახლა კი ვერ გაიგებდა, მაგალითად, წყლის გამანაწილებელი კომპანიის ვალი მილიონობით თუ იყო, ახლა გაიგო? ამდენი წლის განმავლობაში ამდენი ფული რომ დახარჯა, ქიბარ ხალვაშის სახელით, თუ ქიბარ ხალვაშის ფორმალური ანგარიშებით ვიღაცამ, ხომ გასაგები არის, რომ ეს ტელევიზიისთვის და ქონებისთვის ზრუნვა არ იყო, ქიბარ ხალვაშმა შეკვეთა შეასრულა და ამჟამად, ახლა მიყიდის, ვის მიყიდის ნეტავ, ერთი გვყავს „იმედი“ ვინც იყიდა ფორმალურად. ბიძინას ფული იქნება და ბიძინას დასტურით იქნება მყიდველი, სრულიად აშკარად ჩანს, მარტივი არის, ქიბარ ხალვაში ვერ მოერია იმ წინააღმდეგობას, რაც არის "რუსთავი 2-ში." მას არ შეუძლია ასე პირდაპირ სარედაქციო პოლიტიკის გაწყვეტა, მას არ გამოუვიდოდა ჟურნალისტების დახარისხება, მოსყიდვა, გაშვება, ამიტომ, „რუსთავი 2-ის“ როგორც ყოფილი გენერალური დირექტორი, ისე განსაკუთრებით, „რუსთავი 2-ის“ მთელი შემადგენლობა, ჟურნალისტები პირველ რიგში, ასევე ტექნიკური პერსონალი აღმოჩნდა იმის შემძლე, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, ერთ თვეში ყველა კარტი გაეხსნა და ეთქვა, აგერ ვარ, მე ვარ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღის ამბები